რას ნიშნავს ვარდისფერი ჩოხა?
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც უკვე 70 წელია ტარდება, წელს საპატიო სტუმარი საქართველოა. ეს მხოლოდ ლიტერატურული მოვლენა არაა და პოლიტიკური დატვირთვაც აქვს: ამ უზარმაზარი პლატფორმიდან მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მედიასაშუალებებთან ქართველი მწერლები (და არამარტო მწერლები) ქართულ კულტურაზე, ისტორიაზე თუ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ.
იმისთვის, რომ საქართველო სათანადოდ ყოფილიყო წარმოდგენილი ფრანკფურტში, გასული წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი თავდაუზოგავად შრომობდა. ერთ-ერთი მათგანი იყო 27 წლის გიორგი ავალიანი, კრეატიული სააგენტო ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი, რომელმაც ანბანის დახმარებით საქართველოს ლიტერატურის, ისტორიის, სამზარეულოს თუ კულტურის ვიზუალიზაციაზე იმუშავა.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ქართველ ინტერნეტ-მომხმარებელთა ერთ ნაწილს ამჯერადაც გაუჭირდა ამ ამბის კონტექსტისა და მასშტაბის აღქმა და სანაცვლოდ მეტ-ნაკლებად უმნიშვნელო დეტალზე, გიორგი ავალიანის ვარდისფერ ჩოხაზე კონცენტრირდა.
- "ეს საქართველოს და ქართველი ერის მიზანმიმართული შეურაცხყოფაა!"
- "ქართველი "ვაჟკაცი" ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე! სადმე, როდისმე თვალი მაინც თუ მოგიკრავთ ვარდისფერი ჩოხისთვის თქვე უდღეურებო ჰა?!"
- "დელეგაციის ხელმძღვანელი ვინ იყო ფრანკფურტში? პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ?"
ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ ტალღის, რომელიც ფეისბუქზე ვარდისფერ ჩოხაში გამოწყობილი გიორგი ავალიანის ფოტომ გამოიწვია.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გიორგი ავალიანი მოღალატე არაა. პირიქით, იმ ახალგაზრდა პროფესიონალების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ. მისი სახელით საქართველოს უამრავი ჯილდო აუღია სარეკლამო ინდუსტრიაში, ჭაჭაც უყვარს და ხინკლის დაბადების დღესაც აღნიშნავს, თანაც სრულიად გულწრფელად, მაგრამ რას ემსახურება ვარდისფერი ჩოხა და საერთოდ ემსახურება თუ არა რამეს?
ამ კითხვაზე თავად გიორგი ავალიანზე უკეთ ვერავინ გვიპასუხებდა, ამიტომ მას ვკითხეთ:
"ვარდისფერი ჩოხა უბრალოდ ვარდისფერი ჩოხაა და ბევრი ადამიანისთვის ბევრ სხვადასხვა რამეს ნიშნავს. რეალურად, ძალიან კომფორტული სამოსია და ჯიბეები რომ ჰქონდეს, ორმაგად ბედნიერი ვიქნებოდი. სხვებისთვის რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, ეგ ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩოხა: რატომ ვუთმობთ ამხელა ყურადღებას ან რატომ ვხარჯავთ ამხელა დროს იმაზე, რომ ჯერ ჩამოგვიყალიბდეს აზრი, მერე ეს აზრი გამოვხატოთ და ვეკამათოთ, ვისაც სხვა აზრი აქვს. ადამიანების რეაქციას რაც შეეხება, მგონი უფრო უცხოობა და დაბნეულობა ჩანს, ვიდრე გააზრებული პოზიცია ვარდისფერი ფერის ან ჩოხის მიმართ. სადაც ახლა ვტრიალებთ, ფრანკფურტის ბაზრობაზე, სტუმრები დიდ ინტერესს გამოხატავენ და მომენტალურად მეკითხებიან, რამე ისტორია ხომ არ იმალება მის მიღმა. მგონია, რომ ეს გასაღებია საუბრის დასაწყებად, რაც ჩვენთვის საკუთარი თავის ძიების პროცესის ნაწილი უნდა იყოს. სად ვართ, ვინ ვართ, კულტურა როგორ მუშაობს, ჩოხა რა არის, შეიძლება თუ არა, რომ ვარდისფერი იყოს ნივთები და ასე შემდეგ.
ასე რომ, თვითგამორკვევის და საკუთარი თავის აღმოჩენის საკმაოდ სასარგებლო და ნოყიერი ნაწილი შეიძლება იყოს ვარდისფერი ჩოხა ან ნებისმიერი რამ, რაც არ გვიქნია, გვერიდება, რომ გავაკეთოთ და შეიძლება საინტერესო იყოს".
ვარდისფერი ჩოხა არამც და არამც არ გულისხმობს ქართველობაზე უარის თქმას. მაგალითად, მეფე ლუარსაბი ხასხასა მწვანე ჩოხითაა წარმოდგენილი გამოსახულებებზე, რასაც მისთვის წმინდანობაში ხელი არ შეუშლია. ვარდისფერი ჩოხა არც ტრადიციებზე უარის თქმისკენ მოგვიწოდებს, რადგან ტრადიცია თავის მხრივ არც კარგ რამეს ნიშნავს და არც ცუდს. ამ თემაზე გიორგი ავალიანმა რამდენიმე თვის წინ მარკეტინგულ ღონისძიება სფოთლაითზე ისაუბრა:
"ტრადიციები უბრალოდ ხშირად განმეორებადი ქცევები და გავრცელებული მოსაზრებებია, რომლებიც ჩვენს სოციალურ ცხოვრებას აწესრიგებენ და კალაპოტს აძლევენ. საერთოდ არ გულისხმობს ტრადიცია ავტომატურად სიწმინდეს და უცვლელობას - ტრადიციები ყოველდღე ქრებიან, იქმნებიან და იცვლიან სახეს. ახალი წელი საყოველთაო სიქრეთ სანტას თამაშის გარეშე შეიძლება უკვე აღარ წარმოგვიდგენია ან 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღის აღუნიშნავად, მაგრამ ხუთი-ექვსი წლის წინ ჭაჭანებაც არ იყო ამ ამბების. არადა ისეთი დიდებული ტრადიციები, როგორიც წაწლობა და ყეენობაა სამარცხვინოდ დავივიწყეთ.
ტრადიციები მასობრივი კომუნიკაციის საუკეთესო ფორმაა, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ აწმყო შობილი წარსულისაგან ძალიან სახიფათო მოცემულობაა საამაყო მომავლის დაბადებისთვის. ზოგიერთი ამბავი და მოვლენა ავტომატურად იქცევა საკრალურად და ხელშეუხებლად, უბრალოდ იმიტომ რომ ადრე მოხდა, ჩვენს დაბადებამდე, მამა-პაპა და დედა-ბებია ასე იქცეოდა და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. არადა ეს წინაპრებიც ხომ ჩვენნაირი დაბნეული, დარდუბალა ხალხი იყო, თან გაცილებით ნაკლები რესურსით. ამ პატიოსანი ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს კარაქიანი პური არ ჰქონდა გასინჯული და საკუთარი ორღობის იქით ფეხი არ ჰქონდა გადგმული, რაც იმას საერთოდ არ ნიშნავს, რომ ერთბაშად დავგმოთ და ხაზი გადავუსვათ ყველაფერს, რაც დაგვიტოვეს - უბრალოდ, ბრმად ნუ ვენდობით ისტორიის გახუნებულ ფურცლებს და ჩვენითაც გავანძრიოთ ხოლმე ტვინი ხანდახან.
წარსულზე გამარჯვება ჩემთვის ის მუხტია, რასაც სუხიშვილების თანამედროვე ქართული მოძრაობების რიტმში ვგრძნობ. წარსულზე გამარჯვება ისტორიის ისტორიის სანაგვეზე გამწესებას კი არ გულისხმობს, არამედ ახალი საწყისების თამამად ძიებისთვის გვიხსნის ხელფეხს და ახლა სწორედ ეგ გვჭირდება. დიადი წარსული გამოწვევაა, ის ხარიხა, რომელსაც ჩვენი საქმეებით უნდა გადავევლოთ და არავითარ შემთხვევაში ის ჩარჩო, რომელიც ფიქრის არეალს შეგვიზღუდავს"
ეს სწორედ ის გზავნილია, რომელიც საქართველომ მსოფლიოს უნდა გადასცეს. დიადი წარსულის პარალელურად - ხელშესახები აწმყო და მომავლის ცხადი ტრაექტორია, რომელიც საქართველოს კულტურულ სამშობლოში, ევროპაში დააბრუნებს.
ქართული ანბანით გაფორმებული ფრანკფურტის მეტრო და ასეთი მასშტაბური ღონისძიებებიც ამას ემსახურება. დრო დადგა, საქართველო მსოფლიომ გაიცნოს და ეს აუცილებლად იმ აზრებისა და ღირებულებების გავლით უნდა მოხდეს, რომელთა მნიშვნელობაზეც ერთად ვთანხმდებით.
ვარდისფერი ჩოხა კი უბრალოდ ვარდისფერი ჩოხაა - გამოწვევა დიალოგის დასაწყებად, როგორც მსოფლიოსთან, ასევე ჩვენს ქვეყანაში - ერთმანეთთან.
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
კომენტარები