მსახიობი ჩანინგ ტატუმი და მომღერალი ჯესი ჯეი, ერთმანეთს ხვდებიან. ინფორმაციას გამოცემა Us Weekly ავრცელებს.

როგორც გამოცემის წყარო ამბობს, მათ ურთიერთობა ახლახან დაიწყეს, ერთმანეთს პირველად სიეტლში, მომღერლის კონცერტზე შეხვდნენ. მეორე დღეს კი ტატუმმა ჯესი გოლფის სათამაშოდ დაპატიჟა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული მედია აქტიურად უსვამს ხაზს ჯესი ჯეის მსგავსებას ტატუმის ყოფილ ცოლთან, ჯენა დევანთან, რომელსაც მსახიობი აპრილში დაშორდა.

ფოტო: ჯენა დევანი, ჩანინგ ტატუმის ყოფილი ცოლი