26 ოქტომბერს კინოეკრანებზე ლუკა გუადანინოს ფილმი, Suspiria, გამოვა. კინოსურათში მთავარ როლებს დაკოტა ჯონსონი, ქლოი გრეის მორეცი და ტილდა სვინტონი ასრულებენ.

სვინტონი ფილმში ორ პერსონაჟს განასახიერებს, მათ შორის ერთ-ერთი 82 წლის კაცია.

ამ როლის მოსარგებად ტილდას ოსკარის მფლობელი გრიმიორი, მარკ კულიე ეხმარებოდა, რომელთან მუშაობის გამოცდილებაც მსაიხობს რამდენიმე წლის წინ უეს ანდერსონის ფილმში, The Grand Budapest Hotel, ჰქონდა.

იმისთვის, რომ ტილდას 82 წლის კაცის როლი მოერგო, მსახიობმა მოითხოვა მისთვის ხელოვნური პენისი დაემაგრებინათ.

"იმისთვის, რომ როლი სრულფასოვნად შეესრულებინა, ტილდამ მოგვთხოვა მისთვის პლასტიკური პენისი დაგვემაგრებინა. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ მას ძალიან ქალური სახის მოყვანილობა აქვს, გრიმის გაკეთებას რამდენიმე საათი სჭირდებოდა", - ამბობს მარკ კულიე.