გირჩი: 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში ხალხს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლება
პოლიტიკური გაერთიანება გირჩი 20 ოქტომბერს მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმას. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პირველი არხის ეთერში გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გაავრცელა.
იაგო ხვიჩიას თქმით, ფესტივალის ზუსტ ფორმატზე ჯერ შეთანხმებულები არ არიან, თუმცა მისივე განმარტებით, დედა-ენის ბაღში მოსული ხალხი, მათ შორის ტურისტებიც მარიხუანის ყიდვასა და მოხმარებას თავისუფლად შეძლებენ.
"ფესტივალის შინაარსი იქნება ის, რომ ქვეყანაში მარიხუანა ლეგალიზებული გახდება. ფესტივალზე მოსულ ხალხს შეეძლება მარიხუანას სპეციალური მოწყობილი სტენდებიდან შეძენა, ვიღაცები გაყიდიან", — უთხრა იაგო ხვიჩიამ On.ge-ს.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები კოფიშოპების წარმომადგენლებთან, რომლებსაც სურთ, რომ ეს ქვეყანა "ცივილურ სახელმწიფოს" დაემსგავსოს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს.
მისი თქმით, ფესტივალი დედაენის ბაღში,16:20 საათზე გაიმართება და გირჩი აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ღონისძიებამ ექსესების გარეშე ჩაიაროს.
"მარიხუანას მოხმარების უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიბრუნა და ამ რეალობაში ჩვენი უფლების რეალიზაცია ჩვენ თვითონ უნდა მოვახდინოთ", – განუცხადა იაგო ხვიჩიამ On.ge-ს.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გირჩს აქვს სტრატეგია, არჩევნების შემდეგ კონკრეტული საქმე დაასრულოს.
"ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს არავის, რომ საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია. ეს დღე იქნება კანაფის დღესასწაულის დღე და ასევე თავისუფლების მოყვარული ხალხის დღე", — განუმარტა On.ge-ს იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, რამდენად არის რისკი მსგავსი ფესტივალის ორგანიზება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და დაზიანდება თუ არა ამ ინიციატივით გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ მათთვის ის უფრო მნიშვნელოვანია მარიხუანის მოხმარების გამო არავინ დაისაჯოს.
"კანდიდატს დააზიანებს თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არჩევნების დასრულების შემდეგ გვქონდეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მაშინ დასასჯელი იქნება ფესტივალის ყველა მონაწილე და ამაზე ხელისუფლება არჩევნების წინ არ წავა, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ არჩევნები", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ On.ge-სთან საუბრისას.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ უმსჯელია მარიხუანის მოპოვების გზებზე. შესაბამისად, შეძენა-შენახვა-კულტივაცია და რეალიზაცია კვლავ დასჯადია.
ფესტივალთან დაკავშირებით On.ge პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები