ფრანკოფონიის მე-17 სამიტისთვის სომხეთში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ჩავიდნენ.

ჯასტი ტრდუო ერევანში 10 ოქტომბერს გვიან ღამით ჩაფრინდა. ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში კანადის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ პაშინიანთან.

ჯასტი ტრუდოს საპატივცემულოდ ნიკოლ პაშინიანი სპეციალურ ვახშამს გამართავს. ტრუდო, ასევე, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს მოინახულებს. კანადის პრემიერის ოფიციალური ვიზიტი კი 13 ოქტომბერს დასრულდება.

ფოტო: Photolure

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ერევანში 11 ოქტომბერს დილით ჩაფრინდა. ისიც 11-12 ოქტომბერს ფრანკოფონიის მე-17 სამიტს დაესწრება.

ფოტო: AP

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია ფრანგულენოვან ქვეყნებს აერთიანებს. ორგანიზაციაში 58 წევრი და 26 დამკვირვებელი ქვეყანაა. ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია არა მოსახლეობის მიერ ფრანგული ენის ცოდნა, არამედ ფრანგულ კულტურასთან მრავალწლიანი კავშირი. სომხეთიც ამ ორგანიზაციის წევრია. წლევანდელი სამიტისთვის ერევანში 3 500-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.