ადამიანებს, რომლებიც ნიუ-იორკში დაიბადნენ და არიან იდენტიფიცირებული, როგორც ქალი ან კაცი, თავიანთ დავადების მოწმობებში ექნებათ შესაძლებლობა მიუთითონ მესამე სქესის კატეგორია — "X". ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაიორმა ბილ დე ბლასიომ მესამე სქესის შესახებ შესაბამის კანონში დროებითი ჩანაწერი შეიტანა. ამ ცვლილებით ქალაი ნიუ-იორკი მეხუთე ადგილია კალიფორნიის, ორეგონის, ვაშინგტონის შტატისა და ნიუ ჯერსის შემდეგ, სადაც მესამე სქესის დეფინიცია კანონით გაიწერა. სამი შტატი და ვაშინგტონი ასევე გენდერულად ნეიტრალურ მართვის მოწმობებსაც გასცემენ.

ტრანსგენდერების ადვოკატები მთავრობას მოუწოდებდნენ დაეშვათ ისეთი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, რომელშიც გენდერის მითითებას დოკუმენტურად მარტივად შეძლებდნენ. მათი პოზიციით, მკაცრად გაწერილი კატეგორიები: ქალი და კაცი ერთგვარი დისკრიმინაციაა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.

ქალაქ ნიუ-იორკის კანონი უფლებას აძლევს გენდერულად ნეიტრალურ ადამიანებს შეცვალონ თავიანთი დაბადების მოწმობები და მდედრობითი და მამრობითი სქესის ნაცვლად X მიუთითონ. ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტაცია საჭირო არ არის.

"ეს ცვლილება მინიმალურია, თუმცა მონუმენტალური მნიშვნელობის. წარმოიდგინეთ, რომ მუდმივად საკუთარ თავს გამოხატავ და ვიღაცებისთვის, ისევ უცნაურად რჩები. მომავალი თაობა არ დაიტანჯება, როგორც ჩვენ", - თქვა ტრანსგერდერმა აქტივისტმა ტანია ასაპანსა ჯონსონ ვოლკერმა, რომელმაც მიიღო მონაწილეობა კანონში ცვლილების შეტანის ცერემონიაში.

გენდერულად ნეიტრალური დაბადების მოწმობები არის გაგრძელება 2014 წელს მიღებული კანონის, რომელიც ქალალ ნიუ-იორკში მცხოვრებ ტრანსგენდერებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გენდერის მარტივად შეცვლის საშუალებას აძლევს.

მაიორმა დე ბლასიომ, რომელმაც კანონში ცვლილება უზრუნველყო ტრანსგენდერებს მიმართა: "შენ ხარ ის, ვინც ხარ, იცხოვრებ შენს სიმართლესთან ერთად, და იცოდეთ, რომ ნიუ-იორკმა უკან დაგიბრუნდათ".