როგორც უკვე იცით, Netflix პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვკის რომანების სერიის მხიედვით სერიალის, The Witcher, გადაღებას გეგმავს.

სერიალში მთავარ როლს ჰენრი კავილი მოირგებს.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ორ მთავარ ქალ პერსონაჟზე ნეტფლიქსმა მსახიობები უკვე შეარჩია.

ფრეი ალანი და ანია ჩალოტრა შოუში ცირისა და იენიფერის როლს შეასრულებენ.

ისტორიის მთავარი გმირი ურჩხულებზე მონადირე გერალტ რივიელია, რომელსაც ბავშვობაში გადატანილი არაერთი მუტაციის შემდეგ განვითარებული აქვს სხვადასხვა შესაძლებლობები.

სერიალის გამოსვლის თარიღი და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.