მას შემდეგ, რაც გრეის ანატომიაში ოცნების ექიმი, დერეკ შეპარდი გარდაიცვალა, მაყურებელი გამუდმებით სვამდა კითხვას, ეყოლება თუ არა მერედითს ახალი შეყვარებული?

საბოლოოდ, ამ კითხვას პასუხი გაეცა და როგორც მოსალოდნელი იყო, მეთხუთმეტე სეზონი გრეისთვის ახალი რომანის დასაწყისი გახდება.

ელენ პომპეოს პერსონაჟის შეყვარებულის როლზე კი პროდიუსერებმა How I Met Your Mother-ის მსახიობი, ჯოშ რადნორი შეარჩიეს.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, როგორ განვითარდება მერედითისა და მისი ახალი პარტნიორის ურთიერთობა.