საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობას ცხვარი დაეხოცა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. უწყების განმარტებით, ცხვარი გარკვეულ ერთ ტერიტორიაზე დაიხოცა.

ერთ-ერთი მეცხვარე რუსთავი 2-თან ყვება, რომ ცხვრები ერთ კონკრეტულ ადგილას იკრიბებოდნენ და შემდეგ ძირს ეცემოდნენ.

ცხვრების მასობრივი დახოცვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.