ამ უცნაური ისრის ვიდეო ინსტაგრამზე არსებულმა ერთ-ერთმა გვერდმა გაავრცელა. აღნიშნული ოპტიკური ილუზია იაპონელი მათემატიკოსის ქმნილებაა, რომელიც მსგავს ობიექტებს ხშირად ქმნის.

"ისარი რა მიმართულებითაც არ უნდა დაატრიალოთ, მისი წვერო მაინც მარჯვნივ იქნება მიმართული. მისი მარცხნივ შეტრიალება მხოლოდ სარკეშია შესაძლებელი," - ნათქვამია აღწერაში.

თუ ვიდეოს კარგად დააკვირდებით დაინახავთ, რომ ისრის ფორმის ობიექტს სინამდვილში წაგრძელებული ფორმა და ორი წვეტი აქვს.

ვიდეოში ნაჩვენები ისარი მათემატიკურად შექმნილი სამგანზომილებიანი ფიგურაა, რომელსაც სხვადასხვა ხედვის კუთხიდან განსხვავებული შესახედაობა აქვს. ზემოდან შეხედვისას ისარი სრულად სიმეტრიულია. დახრილი კუთხიდან ყურებისას კი ისრის თავზე არსებული ამოზნექილობა ფიგურის ერთ მხარეს წვეტიანს აჩენს, ხოლო მეორეს არა.

თუ გსურთ, რომ მსგავსი ისარი თქვენც გქონდეთ, მისი აწყობა ორიგამის ინსტრუქციის საშუალებით შეგიძლიათ, თუმცა წინასწარ გაგაფრთხლებთ, რომ ეს ადვილი არ იქნება.