კენიაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.

კენიის პოლიციის უფროსის, ჯოზეფ ბოინეტის თქმით, შესაძლოა გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ბოინეტი ამბობს, რომ ავტობუსში სულ 52 ადამიანი იყო.