მიუხედავად იმისა, რომ დენიელ რედკლიფი და ელაიჯა ვუდი სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან, დღემდე არსებობს ისეთი ხალხი, ვისაც ეს ორი ერთმანეთში ეშლება.

ეს გასაკვირი არც არის, ვუდი და რედკლიფი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

როგორც აღმოჩნდა, თავად ელაიჯას და დენიელს ამ მსგავსებაზე რეაქცია უკვე აღარ აქვთ და მეტიც, ძალიან უნდათ ახალ ფილმში ერთად ითამაშობ.

"დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ფილმში ელაიჯასთან ერთად, მაგალითად ვიქნებოდი მისი ძმის როლში. სულ ერთია, თუ ვინმე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენ ერთ ფილმში გვათამაშებს, ყველაფერზე თანახმა ვარ", - ამბობს დენიელი.

იმედია მსახიობების ამ სურვილს ვინმე აუცილებლად გაითვალისწინებს და მალე ილაიჯასა და დენიელის მონაწილეობით ფილმსაც ვნახავთ.