ჯერ კიდევ გასულ წელს, დისნეიმ დააანონსა, რომ აპირებს გადაიღოს The Little Mermaid-ის ეკრანიზაცია, სადაც არიელის როლს დიდი ალბათობით მომღერალი ზენდაია შეასრულებს.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ მთავარი უარყოფითი პერსონაჟის, ურსულას როლი შესაძლოა ლედი გაგამ მოირგოს.

ამ ეტაპზე არც მომღერალს და არც დისნეის წარმომადგენელს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გარდა ამისა, ფილმის შესახებ თითქმის ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია და შესაბამისად, ყველა ინფორმაციაც მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდება.