შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარია 15 აგვისტოს საღამოს, ღამის 12 საათამდე, მოხდა.

ავარიის დროს ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. დაღუპულები მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი პირები არიან.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.