11-13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ქართველი ფსიქოდელიური ჟანრის მხატვრის, გვანცა აფხაიძის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით ჯადოსნური ამბები.

პირველ პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა მხატვარმა ხუთი წლის განმალვობაში შექმნა. აღსანიშნავია, რომ გვანცა აფხაიძე თვითნასწავლი მხატვარია და მან ხატვა 24 წლის ასაკში, სიმსივნის დამარცხების შემდეგ დაიწყო.

გვანცა აფხაიძის ჯადოსნური ამბები აერთიანებს ფსიქოდელიურად გადმოცემულ ამბებს სხვადასხვა ყოფით და სურეალისტურ თემებზე.

გაიგეთ მეტი გამოფენის შესახებ