რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში (PACE) რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია. მოსკოვისთვის საქნეციბის მოხსნის კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა: 99 მომხრე, 79 - წინააღმდეგი, 16-მა თავი შეიკავა.

"რეზოლუცია დაბრუნდა კომიტეტებში. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში რუსეთს არ აღუდგება ხმის უფლება ევროსაბჭოში", - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე განცხადებით, ევროსაბჭო არ წავიდა კომპრომისზე და არ დაუშვა პრეცედენტი, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ რუსეთის ფედერაციას სანქციები მოხსნოდა.

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპის მხრიდან რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი წნეხი მთელი ამ დღეებისა და გასული წლის განმავლობაში, მათ მაინც ვერ მოახერხეს იმ შედეგის მიღება, რა შედეგის მიღებაც სურდათ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შედეგად შეუჩერდა. ამის გამო რუსეთმა ევროსაბჭოს დაფინანსებასა და საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.