რეჟისორი და მსახიობი ელიზაბეტ ბენკსი Sony Pictures-თან ერთად პოპულარული ამერიკული ტელესერიალისა და ფილმის, ჩარლის ანგელოზების ახალ ვერსიას იღებს.

ბენკსის მხატვრული ფილმი ეკრანზე 2019 წლის 27 სექტემბერს გამოვა, ახალი აგენტების როლზე კი უკვე დამტკიცებულია სამივე მსახიობი.

ჩარლის ახალი ანგელოზების როლზე კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკა იქნებიან.

ფილმში ასევე ვიხილავთ პატრიკ სტიუარტსა და ინტერნეტის გულთამპყრობელ ნოა ჩენტინეოს.

ნახეთ პირველი ფოტოები გადასაღები მოედნიდან: