გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჰეილიმ დონალდ ტრამპთან ერთად, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან აცნობა საზოგადოებას.

"ჩვენ ბედნიერი ვართ შენს გამო, მაგრამ გვძულს რომ გკარგავთ", — ასე გამოეხმაურა ტრამპი ჰეილის გადადგომას. ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰეილი ფანტასტიური ადამიანია, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა ელჩის როლში და მათ კარგი თანამშრომლობა გამოუვიდათ.

ჰეილი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა მან განაცხადა, რომ არ აპირებს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას. მისი თქმით, არჩევნებზე ტრამპის მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთვება.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, ჰეილიმ გადადგომის სურვილის შესახებ 6 თვის წინ აცნობა. ჰეილი ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის ბოლომდე დარჩება. ტრამპის თქმით, მის შემცვლელს ჰეილი რამდენიმე კვირაში წარუდგენს.

ელჩად დანიშვნამდე ნიკი ჰეილი ტრამპის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი იყო. ჰეილი გაეროში აშშ-ს მუდმივ წარმომადგენლად 2017 წლის იანვარში დაინიშნა და ტრამპის ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.