როგორც უკვე იცით, რეჟისორი ლუკა გუადანინო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი ფილმის Call Me by Your Name-ის მეორე ნაწილის გადაიღებს.

გუადანინო ამბობს, რომ მეორე ნაწილში სცენარი სავარაუდოდ იმ პერიოდში განვითარდება, როდესაც მსოფლიოში შიდსის ეპიდემიამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

"ელიოს პერსონაჟი სინეფილია, ძალიან მინდა ეს გმირი კინოთეატრში ვნახო, როდესაც ის 1988 წელს გადაღებულ ფილმ Once More-ს უყურებს. ეს იყო პირველი ფრანგული ფილმი, სადაც შიდსის თემას შეეხნენ. შესაძლოა სწორედ ეს იყოს ფილმის გაგრძელების პირველი სცენა", - ყვება რეჟისორი.

მთავარი როლის შემსრულებლებმა ტიმოთი შალამემ და არმი ჰამერმა დაადასტურეს, რომ Call Me by Your Name-ის მეორე ნაწილშიც ითამაშებენ.

გარდა ამისა, გუადანინო ამბობს, რომ ძალიან უნდა ფილმში დაკოტა ჯონსონმაც ითამაშოს, თანაც არმი ჰამერის პერსონაჟის ცოლის როლი.

ჯონსონის მონაწილეობით სულ მალე გუადანინოს ახალი ფილმი, Suspiria გამოვა, სწორედ ამ კინოსურათზე მუშაობის დროს გაუჩნდა გუადანინოს ჯონსონის CMBYN-ში გადაღების სურვილი.

მეორე ნაწილის გამოსვლის თარიღად 2021 წელი სახელდება.