ახალი iPhone XS-სა და iPhone XS Max-ს შეძენა ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე შეგიძლიათ, - აცხადებს მობილური ოპერატორი ვიონი საქართველო, Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში.

სმარტფონის შეძენა შესაძლბელია როგორც ერთჯერადი გადახდით, ისე 12, 18 და 24- თვიანი განვადებით. Apple-ის სმარტფონის ყიდვისას მომხმარებელი ბილაინისგან საჩუქრად იღებს 64GB-დან 256GB-მდე მობილურ ინტერნეტს, ტელეფონის მეხსიერების მოცულობის მიხედვით. მობილური ინტერნეტი მომხმარებელს ერიცხება პროპორციულად, 1 წლის განმავლობაში, ან განვადების ხანგრძლივობის მიხედვით.

ბილაინი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისარგებლოს 24-თვიანი განვადებით. განვადებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ბილაინის მაღაზიებში, ისე ვებგვერდიდანაც. ამასთან, განვადების ყოველთვიურად დაფარვა მომხმარებელს პირდაპირ საკუთარი მობილურის ბალანსიდან შეუძლია და არ სჭირდება ბანკში მისვლა.

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს 6 მოდელს:

  • iPhone XS Max 64GB Space Grey: 3,899₾; 24-თვიანი განვადებისას - თვეში 180,37₾;
  • iPhone XS Max 64GB Silver: 3,899₾; 24-თვიანი განვადებისას - თვეში 180,37₾;
  • iPhone XS Max 256GB Space Grey: 4,399₾; 24-თვიანი განვადებისას - თვეში 204,12₾;
  • iPhone XS 64GB Space Grey: 3,499₾; 24-თვიანი განვადებისას - თვეში 163,93₾;
  • iPhone XS 64GB Silver: 3,499₾; 24-თვიანი განვადებისას - თვეში 163,93₾;
  • iPhone XS 64GB Gold: 3,499₾; 24-თვიანი განვადებისას - თვეში 163,93₾.