ხელფასების ზრდის პარალელურად მომუშავეთა რიცხვი მცირდება — ბიუჯეტის პროექტი
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო უწყებებში საშტატო თანამშრომლების რაოდენობა 1 500-ით მცირდება, ხოლო სახელფასო ფონდი 60 მილიონი ლარით იზრდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საკომიტეტო მოსმენაზე განმარტა, რომ სახელფასო ფონდის ზრდა დაკავშირებულია ძალოვან უწყებებში დაბალი რანგის, ძირითადად, პოლიციელების ანაზღაურების მატებასთან. მისივე განმარტებით, ეს არ არის დაკავშირებული მთლიანად საჯარო სექტორში ხელფასების მატებასთან.
რაც შეეხება საშტატო თანამშრომლების შემცირებას, კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ეს არის არსებული ვაკანტური თანამდებობების შემცირება.
"მოგეხსენებათ, გასულ წელს შრომის კანონის ამოქმედების შემდეგ და რამდენიმე სამინისტროს შერწყმის შედეგად გარკვეული შტატების გამოთავისუფლება მოხდა. ეს არის არსებული ვაკანტური თანამდებობების ამოღება საშტატოდან, რათა შემდგომში აღარ მოხდეს ზრდა. მომდევნო წელს მნიშვნელოვანი შემცირებები დაგეგმილი არ არის", - განაცხადა კაკაურიძემ.
დღეს, 9 ოქტომბერს ბიუჯეტის პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განიხილავენ.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. საპარლამენტო კომიტეტებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დარგების მიხედვით განიხილავენ. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტი რამდენჯერმე გადამუშავდება, საბოლოოდ კი, პარლამენტი დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს საქართველოს ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა, რაც 270 200 000 ლარით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები