საბავშვო ევროვიზია 2018 ბელარუსში, ქალაქ მინსკში, 25 ნოემბერს გაიმართება.

საბავშვო სიმღერის ყველაზე მასშტაბურ კონკურსზე საქართველოს თამარ ედილაშვილი, სიმღერით "შენი ხმა" წარადგენს.

თამარი საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალური კონკურსის "რანინას" გამარჯვებული გახდა და შესაბამისად საკუთარი ქვეყნის ევროფესტივალზე წარდგენის პატივიც მას ერგო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სამჯერ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არც ერთ ქვეყანას ჰქონია.