Google+, სოციალური ქსელი, რომელიც 2011 წელს გაეშვა და პოპულარობა დღემდე ვერ მოიპოვა, ინტერნეტსივრციდან მალე გაქრება.

გუგლის ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, საიტზე არსებული დეფექტის გამო, მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის ნაწილი მოპარულია. კომპანიამ უსაფრთხოების დასაცავად სპეციალური ზომები უკვე მიიღო, თუმცა 10-თვიანი პერიოდის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში Google+ მაინც გაუქმდება.

თავად კომპანიის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ Google+ ისეთ წარმატებულ პროდუქტებზე იყო მიბმული, როგორიცაა Gmail, Blogger, და YouTube, ქსელის მომხმარებლების 90% საიტზე საშუალოდ 5 წამზე ნაკლებ დროს ატარებდა.