როგორც უკვე იცით, მსახიობმა სარა დრიუმ გასულ წელს შონდა რაიმსის სამედიცინო დრამა, გრეის ანატომია დატოვა. მე-14 სეზონიდან მასთან ერთად წავიდა არიზონა რობინსის როლის შემსრულებელი ჯესიკა კეპშოუც.

მაშინ შოუს შემქმნელები ამბობდნენ, რომ ამ პერსონაჟებმა თავისი თავი ამოწურეს, თუმცა სამუდამოდ დარჩებიან გრეის ანატომიის საკულტო გმირებად, თავად მსახიობები კი შონდალენდის დიდი ოჯახის წევრებად.

27 სექტემბერს სერიალი მე-15 სეზონით დაბრუნდა ეთერში. ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს სარასთვის ეკითხათ აგრძელებს თუ არა ის შოუს ყურებას.

"აღარ მინახავს. იცით, ძალიან მტკივნეული იქნება ვუყურო როგორ აგრძელებს ცხოვრებას ჩემი ოჯახი ჩემს გარეშე. ძალიან მიყვარს ყველა ვინც გრეის ანატომიაზე მუშაობს და მათ მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ", - ამბობს სარა.