რეჟისორმა ფაბიენ კონსტანტმა ახალი დრამა, Here and Now, გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებში ჰოლივუდის ნამდვილი ვარსკვლავები ასრულებენ

რენე ზელვეგერი, სარა ჯესიკა პარკერი და ჟაკლინ ბისე პარტნიორობას საიმონ ბეიკერს, ტეილორ კინსა და ქომონს გაუწევენ.

ფილმის პროდიუსერი ანდრეა ლერვოლიო იქნება.

სარა ჯესიკა პარკერი ფილმში ჯაზის მომღერლის როლს შეასრულებს, რომელიც მსოფლიო ტურნესთვის ემზადება, სწორედ ამ დროს შეიტყობს ის საშინელი დიაგნოზის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.