ტერორისტების დაბრუნება: უსაფრთხოების გამოწვევა საქართველოსთვის
ტერორისტული ორგანიზაცია, ისლამური სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში ტერიტორიას კარგავს. სირიაში დაჯგუფების პოზიციები სუსტია, ხოლო ერაყიდან ისინი თითქმის ბოლომდე განდევნეს. შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციის ბევრი წევრი, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა, სამშობლოში ბრუნდება.
ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოდან, ოფიციალური ინფორმაციით, 50 მებრძოლი შეუერთდა. მიმომხილველები ამბობენ, რომ დაბრუნების შემდეგ ეს მებრძოლები შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობის რადიკალიზებას და გადაბირებას შეეცადონ.
ტერორისტების დაბრუნება საქართველოსა და ჩრდილო კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევას შექმნის.
კენეტ იალოვიცი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, რომელიც პანკისის 2001 წლის მოვლენებისას საქართველოში იმყოფებოდა იხსენებს, რომ მაშინ რუსეთი საქართველოს ჩრდილო-კავკასიელი ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა. იალოვიცი ასევე დასძენს, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს რეგიონზე კონტროლი დაძაბულობის განმეორების თავიდან ასაცილებლად.
"მე, როდესაც საქართველოში ელჩი ვიყავი, საქართველო და რუსეთი ომთან ახლოს იყვნენ პანკისის ხეობის საკითხის გამო. რუსები ამბობდნენ, რომ ჩეჩენ მებრძოლებს პანკისის ხეობაში საქართველო მფარველობდა... და იმუქრებოდნენ, რომ ამაზე საპასუხო რეაგირება ექნებოდათ. თუმცა, შეერთებული შტატების დიპლომატიური მუშაობის შედეგად, მაშინ ეს თავიდან იქნა აცილებული. ჩვენ რუსებს ვუთხარით "არ ჩაერიოთ", — ამბობს იალოვიცი.
მისი თქმით, მაშინ ამერიკული მხარე ქართველი მესაზღვრეების აღჭურვასა და წვრთნაზე მუშაობდა.
"ჩვენ ქართველ მესაზღვრეებს ვეხმარებოდით, მათ აღჭურვილობა მივეცით... ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ვცდილობდით, რათა მათ პანკისის ხეობაზე კონტროლი დაემყარებინათ. რუსები იმუქრებოდნენ, პანკისის ხეობას ბომბავდნენ...", — ამბობს ის.
ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რუსეთმა რამდენჯერმე დაბომბა პანკისი ხეობა. არსებობდა საშიშროება, რომ რუსეთი საქართველოს საზღვარს გადაკვეთდა. ამერიკული მხარის ინტერვენციის შედეგად და ანტიტერორისტული დანაყოფების წვრთნების გზით, მაშინ მოსკოვის შესაძლო ინტერვენცია თავიდან იქნა აცილებული.
"გაკვეთილი, რაც მე აქედან მივიღე, არის ის, რომ პანკისის ხეობა და იქ შეიარაღებული დაჯგუფების ფეხის მოკიდება, შესაძლოა სერიოზულ პრობლემად გადაიქცეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნოს პანკისის ხეობის კონტროლი. ვფიქრობ, ამ საკითხზე რუსებთან ერთად მუშაობაც შეიძლება. რადგან არსებობს საერთო ინტერესი ამ "ცუდი ტიპების" გასანეიტრალებლად და მათი უკან დაბრუნების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, მე ძალიან შემაშფოთებს, თუ რუსები დაიწყებენ საქართველოს დადანაშაულებას კიდევ ერთხელ. ვფიქრობ, საქართველო უნდა იყოს ღია და გახსნილი და გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს პირები არ მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს ისწავლოს ისტორიულ გაკვეთილებზე და თუ არსებობს საშიშროება მებრძოლების დაბრუნების, ამას ყურადღებით მოეკიდოს", — თქვა იალოვიცმა.
გასული წლის ნოემბერში, თბილისში სპეციალური დანიშნულების ჯგუფებსა და ისლამური სახელმწიფოს რუსული დანაყოფის ლიდერ ახმედ ჩატაევს შორის 20 საათიანი დაპირისპირება გაიმართა. ჩატაევმა თავი აიფეთქა.
მიმომხილველები საუბრობენ, რომ მებრძოლების დაბრუნების შემდეგ ისინი შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობის რადიკალიზებას შეეცადონ. ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური იზოლაცია ამისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, ამბობს ჩრდილო-კავკასიის მკვლევარი სუფიან ჟემუხოვი.
"თუ ის მებრძოლები დაბრუნდებიან, რომლებიც სირიაში იბრძვიან, ამას რეგიონზე უდიდესი გავლენა ექნება. ამან შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს... ეს ხალხი კარგად გაწვრთნილი და იდეოლოგიზებულია. მათ შეუძლიათ თავი რელიგიურ ავტორიტეტად გამოაცხადონ და ჩრდილო-კავკასიაში ახალ იდეოლოგიურ მიმართულებას ჩაუყარონ საფუძველი", — ამბობს სუფიან ჟემუხოვი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ჟემუხოვი ამბობს, რომ რეგიონის ქვეყნებმა ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად უნდა ითანამშრომლონ.
"რუსეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ხალხი უკან არ დაბრუნდეს. თუ ისინი მაინც მოახერხებენ დაბრუნებას, ამან, შესაძლოა, ახალი შეიარაღებული დაპირისპირებები გამოიწვიოს. ის ხალხი, ვინც ახლა სირიაში იბრძვის, მოახერხებს ადგილობრივების მობილიზებას... არსებობს ახალი ამბოხების პოტენციალი, რადგან პრობლემის ძირი არ გამქრალა, ეკონომიკა უარესდება, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შორს არიან სამართლიანობისგან და ეს ყველაფერი იწვევს გაღიზიანებას", — თქვა მან.
ჯიჰადისტების შესაძლო დაბრუნება საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევა, არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო კუთხით და შესაძლოა, მოსკოვის მიერ კიდევ ერთხელ გახდეს, თბილისის მანიპულირების იარაღი.
-
გადახედვა"ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში "ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
კომენტარები