გუშინდელი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც გორის სტადიონზე შეპარულმა ძაღლმა მატჩი ოთხი წუთით შეაჩერა, გორის დილა შეიძლება 500 ლარით დაჯარიმდეს.

როგორც სტადიონის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის მენეჯერი მერაბ მერაბიშვილი ამბობს, ძაღლი ვარჯიშებსაც ესწრებოდა და ამჯერად, როგორც ჩანს "ვერ მოტვინა, რომ არ უნდა ჩასულიყო მოედანზე". ძაღლი ფეხბურთელ მამუკა კობახიძესაც წაეთამაშა.

შავი ცუგა, რომელსაც სახელი არა აქვს, გორის კულტურისა და დასვენების პარკში, ახალბაღში ცხოვრობს. მას ფეხბურთელები და სტადიონის დარაჯები უვლიან.