CNN-ის ინფორმაციით, ლუიზიანას შტატში ხუთდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მომხდარ წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ტერიტორიიდან 20 000 ადამიანია გამოყვანილი. როგორც ვარაუდობენ, ნალექი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

სტიქიის ზონა მთლიანად დატბორილია. მსხვერპლი ძირითადად შენობების ჩამონგრევამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია ლუიზიანას პოლიცია და სამხედრო დანაყოფი.

ათასზე მეტი ადამიანი მანქანებიდან გამოიყვანეს. მოსახლეობა თავშესაფრებშია გადანაწილებული.