გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში მომდევნო დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 23-25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მათივე ინფორმაციით, 8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ამ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-11 ოქტომბერს მცირე წვიმა მხოლოდ ქვეყნის ცალკეულ რაიონებში იქნება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სააგენტოში დაბლობსა და ბარში 22-27 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.