New York Post-ის ინფორმაციით დასავლეთ ავსტრიაში მატარებელი 2 მგზავრი თავდამსხმელმა მძიმედ დაჭრა. როგორც პოლიცია აცხადებს, ბრალდებული 60 წლის გერმანელია და ის ვორარლბერგის პროვინციაში, ერთ-ერთ გაჩერებაზე ჩაჯდა მატარებელში.

19 წლის ბიჭს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. მეორე დაშავებული კი 17 წლისაა და ის საძილე არტერიასთან ახლოს, ყელშია დაჭრილი.

ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტში ბრალდებული დაკავებულია.

პოლიცია გამორიცხავს ამ ფაქტის კავშირს შაბათს, შვეიცარიის მატარებელში, მომხდარ თავდასხმასთან, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდამსხმელი დანითა და აალებადი სითხით იყო შეიარაღებული.