ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა China Open-ის ფინალში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპIონის ტიტული მოიპოვა.

ბასილაშვილმა დელ პოტრო პირველ სეტში 6:4 და მეორე სეტში 7:4 დაამარცხა. ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ბასილაშვილმა კარიერაში პირველად ითამაშა.

ამ გამარჯვებამდე ბასილაშვილი მსოფლიოს 34-ე ჩოგანი იყო, ახლა კი 1757 ქულით 23-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.