საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა სამგზავრო დოკუმენტის გარეშე, ID ბარათებით იქნება შესაძლებელი, — შეთანხმებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა დღეს, 5 ოქტომბერს ქალაქ კიშინეუში მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შემდეგ გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, საქართველომ და უკრაინამ მომავალშიც განაგრძონ ურთიერთმხარდაჭერა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.