ინტერნეტს არაერთი ტრენდული რამ ახსოვს, მაგრამ ზუსტად მაშინ, როდესაც საფუძვლიანად შეიძლება იფიქროთ, რომ ვეღარაფერი გაგაკვირვებთ, კრეატიული ადამიანების უჩვეულო იდეები თქვენს გაკვირვებას ისევ ახერხებენ.

საინტერესო იდეების რეალიზების ერთ-ერთი მთავარი "კუნძული" კი ინსტაგრამია, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ქალთევზას ტოსტი და შავი ნაყინი, დღეს კი ის ვარცხნილობაა ტრენდული, რომელიც ყვავილებიან ლარნაკს ჰგავს.

როგორც ჩანს, ვარსკვლავური იმიჯის მორგება ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც არის შესაძლებელი და ამას ერთი პლასტმასის ბოთლით, რამდენიმე თმის რეზინითა და ბევრი ყვავილით თქვენც უპრობლემოდ შეძლებთ.

ამ კრეატიული ვარცხნილობის უამრავი ვარიაცია არსებობს, მათ შორის საუკეთესოები კი თქვენი ინსპირაციის წყაროდ შეიძლება იქცეს:

View this post on Instagram

I had to try it 😂🌸 @taytay_xx #flowervasehair

A post shared by Chynna langford (@bun_direction) on