გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ოქტომბრამდე ცივი და ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, ასევე იქროლებს ძლიერი ქარი. სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან მოთოვს. ცხრა ოქტომბრის შემდეგ კი ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს.

უწყების განმარტებით, წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი თბილისში 8 ოქტომბრამდე. ტემპერატურა 8 ოქტომბრის შემდეგ 20 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ოქტომბრამდე მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი. მათივე თქმით, ტემპერატურა 9 ოქტომბრის შემდეგ 20 გრადუსამდე მოიმატებს.