დევიდ გლოვერი არის ადამიანი, რომელიც დაუპატიჟებელ ფუტკრებს ეფექტურად ებრძვის და ეს მისი ყოველდღიური სამსახურია. ჩვენი და სრულიად ინტერნეტის ყურადღების ცენტრში კი მას შემდეგ მოექცა, რაც ერთ-ერთი კლიენტის სახლში ფუტკრების გიგანტური სამეფო აღმოაჩინა.

საქმე ის არის, რომ ეს ფუტკრების "შემოსევის" განსაკუთრებული შემთხვევა იყო და დევიდმა გადაწყვიტა, მათი გაუნებელყოფის პროცესი გადაეღო და ფოტოები სოციალურ ქსელში გაევრცელებინა.

როდესაც კლიენტმა დაურეკა, უთხრა, რომ ფუტკრები სახლში დაფრინავდნენ და სიტუაცია სულ უფრო უმართავი ხდებოდა. ყველაზე საინტერესო კი გამოძახების ადგილზე მისვლის შემდეგ მოხდა.

აღმოჩნდა, რომ ფუტკრებს საცხოვრებლად სახლის ერთ-ერთი კედელი შეურჩევიათ

ფოტო: thebartlettbeewhisperer

ვერაფერს იტყვი, თბილი და მყუდრო ადგილია.

აგურებს შორის არსებული თავისუფალი სივრცე კი მთლიანად აუთვისებიათ

ფოტო: thebartlettbeewhisperer

როგორც ჩანს, ეს არ იკმარეს და სახლის სხვა ოთახებსაც დაადგეს თვალი.

როდესაც დევიდმა კედელი მოხსნა, მის უკან ფუტკრების უპრეცედენტოდ დიდი სამეფო აღმოაჩინა

ფოტო: thebartlettbeewhisperer

კინგს ლენდინგს არ ჰგავს?

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ფუტკრების გამოსახლების პროცესი წარმატებით დასრულდა

ფოტო: thebartlettbeewhisperer

ფოტო: thebartlettbeewhisperer

ისე, ახალი წელი მოდის და არ ფიქრობთ, რომ სახლში თითო ასეთი ფუტკრების ბუდე არავის გვაწყენდა?