პატია ცენტრისტების ლიდერს, ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. ამის შესახებ ბედუკაძემ საკუთარ Facebook გვერდზე განაცხადა. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ მაესტროს ეთერით ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა წინასწარ, სასამართლოს თუ ცეესკოს მაგიერ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ცენტრისტების აკრძალვის შესახებ, ამავე დღეს მიხსნიან სახელმწიფო დაცვას, ალბათ, საქართველოს კანონმდებლობა რომ ითვალისწინებდეს მოქალაქეობასაც ჩამომართმევდნენ...
საჯაროდ ვაცხადებ, ჩემს მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს მთავარ პროკურორს".

ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა 3 წლის წინ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაენიშნა. ციხის წამების კადრების ავტორი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვეს და სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს.