საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა და დეტროიტ პისტონის მოთამაშემ, ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო გუნდი დინამო და მისი საწვრთნელი ბაზა შეიძინა. კლუბს შეუნარჩუნდება პროფილი და მის შემდგომ განვითარებას ფაჩულია ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საქართველოს ბანკმა მიაწოდა.

საქართველოს ბანკის განმარტებით, ფაჩულიამ კლუბი ბანკის დახმარებით შეიძინა. მათივე თქმით, ბანკი კლუბს აქამდეც უწევდა პატრონაჟს და მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში გააგრძელებს.

ზაზა ფაჩულიას განცხადებით, კლუბ დინამოს საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა საშუალებას მისცემს ნიჭიერი ახალგაზრდები პროფესიონალ კალათბურთელებად აღზარდონ.