საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაჰრეინის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა. გამარტივებული სავიზო რეჟიმი გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების მიერ ბაჰრეინში ამ ქვეყნის ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან ბაჰრეინის ვიზის მიღების უფლებას საზღვარზე.

უწყების განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაჰრეინთან უვიზო მიმოსვლის შესახებ.