მმართველი პარტიის ქართული ოცნების კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოქტომბრის სამ დღეში 1 056 000 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შემომწირველთა შორისაა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა.

სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის სექტემბერში გაცილებით ნაკლები, შემოწირულობის სახით სულ 332 245 ლარი მიიღო. სექტემბრის თვეში შემწირველებს შორის იყვნენ კომპანია კოკა-კოლას დირექტორის, ვახტანგ ლაღიძის 50 ათასლარიანი შემოწირულობა.