თუ ჰარი პოტერის სამყარო ჯადოსნური ნივთებით იყო სავსე, ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც, ჩვენ, მაგლებს, არანაკლებ მაგიურ შესაძლებლობებს გვაძლევს.

გახსოვთ გაზეთებში ნანახი მოძრავი სურათები?

ფოტო: Warner Bros.

რომლებიც სირიუს ბლეკს დამნაშავეს უწოდებდნენ და უტყუარობის დასამტკიცებლად მის ასეთ ფოტოს იყენებდნენ?

ფოტო: Warner Bros.

იქამდე, სანამ ჰარი პოტერის ფანები ვიარსებებთ, მოძრავი სურათებით სავსე გაზეთს მომავალი აქვს.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უკვე სრულიად რეალურია ფოტოალბომი, რომელშიც ჰარი პოტერის გაზეთებში ნანახი მოძრავი ფოტოები გექნება.

პრინტერი, რომელიც ამ ჯადოსნურ ფოტოებს ბეჭდავს ამაზონზე უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი 149,99 დოლარია. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მისი დიზაინი ჰარი პოტერითაა შთაგონებული.

პრინტერი პატარა ზომისაა და ის საშუალებას გაძლევს შენი მობილურით ან ტაბით გადაღებული მოძრავი ფოტო პირდაპირ დაგიბეჭდოს. იმისთვის, რომ ფოტო მოძრავი გახდეს, ის Lifeprint აპლიკაციაში უნდა დაასკანერო. აპლიკაცია ვიდეოებს და ანიმაციურ გიფებს ბეჭდავს სნეპჩეტიდან, ფეისბუქიდან, ინსტაგრამიდან და ა.შ.

პრინტერს სოციალური ინტერაქციის სერვისიც აქვს და მომხმარებელს მეგობრებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს. აპლიკაციიდან მომხმარებლები თავისი პრინტების მეგობრებისთვის გაგზავნას შეძლებენ.

ჰელოუინამდე მხოლოდ 27 დღე ხომ არ დარჩა?

ფოტო: Warner Bros.