ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი ჰელენ მირენი HBO-ს ახალ დრამაში რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ს განასახიერებს.

სერიალს The Crown-ის ერთ-ერთი რეჟისორი ფილიპ მარტინი გადაიღებს.

როგორც ცნობილია HBO თითო ეპიზოდის გადაღებისთვის რამდენიმე მილიონის დახარჯვას აპირებს.