საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები ლეიბორისტული პარტიიდან შალვა ნათელაშვილი, ნაციონალურ მოძრაობიდან გრიგოლ ვაშაძე და მმართველი პარტიისგან მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი ქალთა პრობლემებსა და გენდერულ თანასწორობაზე სასაუბროდ არ მივიდნენ. ქალთა მოძრაობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე მათი ადგილები თავისუფალია.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ გრიგოლ ვაშაძე დიპლომატებს ხვდება, ქართულ ოცნებაში კი აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილს კახეთში აქვს მოქალაქეებთან შეხვედრა, ლეიბორისტული პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილი საზღვრისპირა სოფლიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახს შეხვდა.

მიწვეული ხუთი კანდიდატიდან სასაუბროდ მხოლოდ ევროპელი საქართველოდან დავით ბაქრაძე და შენების მოძრაობიდან დავით უსუფაშვილი მივიდნენ. ისინი შეხვედრაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაზე, რეპროდუქციულ და სექსუალური ჯანმრთელობასა და გენდერული ნიშნით ძალადობაზე ისაუბრებენ.

დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ქალთა პრობლემებზე საუბარი აუცილებელია, რადგან არ სურს მისი შვილები ისეთ ქვეყანაში გაიზარდო, სადაც მათ შეზღუდავენ.

"მარტო სახელმწიფოს ვალდებულება არაა ქალთა ძალადობაზე ზრუნვა. მაგალითად, ჩემი ცოლის დაქალების ეპიზოდები ქალზე ძალადობაზე უფრო მეტად ინფორმაციული და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამ საკითხზე პარლამენტის ორთვიანი მუშაობა", — დასძინა მან.

როგორ დავით უსუფაშვილმა თქვა, მას გაუკვირდა ამ თემებზე სასაუბროდ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები რატომ არ მივიდნენ:

"21-ე საუკუნეში თანასწორობაზე აღარ უნდა გვიწევდეს საუბარი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს დღემდე სალაპარაკოა... კაცს ბევრჯერ ჰგონია რომ პატივს სცემს ქალს და ამით ზღუდავს მასს".