26 ოქტომბრიდან სერიალების მოყვარულებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ჯადოქრები, მოჩვენებები და ჰორორი უყვარს, ნეტფლიქსისგან დიდი სიურპრიზი ელის.

სწორედ ამ დროს გამოდის ახალი სერიალი - Chilling Adventures of Sabrina, რომლის მთავარი პერსონაჟიც თინეიჯერი საბრინაა.

ის ნახევრად ჯადოქარია, ნახევრად კი ადამიანი, თუმცა ბოროტი ძალები მას არჩევანის გაკეთებას აიძულებენ.

საბოლოოდ, საბრინა გადაწყვეტს თავისი უნარი გამოიყენოს და ბოროტი ჯადოქრების წინააღმდეგ დიდ ომს იწყებს.