მსახიობი არმი ჰამერი აგათა კრისტის დეტექტივის, სიკვდილი ნილოსზე, ეკრანიზაციაში გალ გადოტთან და კენეტ ბრანასთან ერთად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კენეტ ბრანას რეჟისორობით გადაღებულმა აგათა კრისტის დეტექტივის, მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში, ეკრანიზაციამ საერთაშორისო გაქირავებაში $351 მილიონზე მეტი დააგროვა. სწორედ ამიტომ, 20th Century Fox-მა გადაწყვიტა, რომ კენეტ ბრანა კიდევ ერთხელ დააბრუნოს აგათა კრისტის სამყაროში და რეჟისორის ამპლუის გარდა ერკიულ პუაროს როლი კიდევ ერთ ეკრანიზაციაში მოარგებინოს.

სიკვდილი ნილოსზე აგათა კრისტმა 1937 წელს დაწერა. სახელგანთქმული დეტექტივი პუარო ერთ დღეს კაიუტაში გვამს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ კი მიაგნებს დანაშაულის იარაღს და მიზეზსაც, მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება.