იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს უახლოეს პარტნიორებს შორისაა
დღეს, 3 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ალიანსის უახლოეს პარტნიორებს შორისაა:
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ კონტრიბუციას, რაც საქართველოს შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორია ავღანეთის მისიაში".
სტოლტენბერგის თქმით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ განევითარებინათ თანამშრომლობა:
"ივლისის სამიტზე ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაგრძელება. ნატოს კარი კვლავ ღია რჩება".
იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლად აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს რეგიონებიდან.
ალიანსის ლიდერი შეშფოთებას გამოთქვამს შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო დანაყოფების გაძლიერების გამო:
"შავი ზღვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია, როგორც ნატოსთვის ისე, საქართველოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სანაპირო დაცვის წვრთნებს. ნატოს არსებითი პაკეტი აძლიერებს ქვეყნის თავდაცვით რეფორმებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს ამ გზით სიარული და რეფორმების განხორციელება".
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები