ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ვიზიტის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან ქეთევან ქარდავა იუწყება, რომ სტოლტენბერგი მზადაა მომავალი წლის მარტში ჩამოვიდეს და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების გახსნას დაესწროს.

ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები ლევან იზორიამ იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში განიხილა.

მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილია ნატო-საქართველოს მასშტაბური სწავლება, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი დაახლოებით 28 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.