პოლ მაკარტნი: ჯონ ლენონმა კომპლიმენტი მხოლოდ ერთხელ, ამ სიმღერაზე მითხრა
ბითლზის White Album-ის გამოსვლიდან პირველ ოქტომბერს 50 წელი გავიდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, პოლ მაკარტნიმ ამერიკულ სატელევიზიო გადაცემა 60 Minutes-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
მან ბევრ თემაზე ისაუბრა. მათ შორის იმაზე, რატომ ავიწყდება თავისი სიმღერის ტექსტები, რატომ არ წერს მუსიკას ნოტების ფურცელზე და ჯონ ლენონთან ურთიერთობაც გაიხსენა.
"ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ღიად არა, მაგრამ მოგვიანებით ამას ვაღიარებდით: 'პოლმა რაღაც კარგი დაწერა და მგონი დროა, მეც მივხედო საქმეს', ან ჩემ შემთხვევაში 'რა კარგი რამ დაუწერია ჯონს. ახლა ჩემი ჯერია'. თუ ჯონი დაწერდა Strawberry Fields-ს, მე Penny Lane-ით ვეწეოდი", - ყვება მაკარტნი მასსა და ლენონს შორის არსებულ მეგობრულ კონკურენციაზე.
პოლის სიტყვებით, ჯონმა ის მხოლოდ ერთხელ შეაქო:
"ეს მაშინ მოხდა, როცა ალბომზე Revolver ვმუშაობდით და ეს სიმღერა იყო Here, There and Everywhere. როცა მოსმენა დაასრულა, ჯონმა მითხრა: 'ეს მართლა ძალიან კარგი სიმღერაა, ბიჭუნა', და მივხვდი რომ მართლა ძალიან მოეწონა და ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა. იმდენად, რომ დღემდე დამამახსოვრდა".
მაკარტნის თქმით, მან პასუხად ასევე კომპლიმენტი დაუბრუნა და დასძინა, რომ ასეთ დროს ალკოჰოლი ეხმარებოდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები