დრამა კიმ კეტრელსა და სარა ჯესიკა პარკერს შორის ამ დრომდე გრძელდება. საკულტო სერიალის, Sex and the City, ვარსკვლავები ერთმანეთს გასულ წელს დაუპირისპირდნენ და ჩვენი გულის გასახეთქათ ერთმანეთზე უამრავი საზიზღობა თქვეს.

კიმისა და სარა ჯესიკა პარკერის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კიმმა თქვა, რომ ის Sex and the City-ის მსახიობებთან არასდროს მეგობრობდა.

ამ განცხადებას გამოეხმაურა სარა ჯესიკა პარკერიც და აღნიშნა, რომ კეტრელის ამ განცხადებამ გული ატკინა.

ალბათ უკვე იცით, რომ 2017 წლის შემოდგომაზე Sex and the City-ის მესამე ნაწილის გადაღებები უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი გადაღებები მანამ შეჩერდა, სანამ დაიწყებოდა. ამის შესახებ მსოფლიოს სარა ჯესიკა პარკერმა ამცნო.

როგორც აღმოჩნდა, სერიალის გადაღებები კიმ კეტრელის გამო ჩაიშალა, თუმცა მსახიობის თქმით, მან მესამე ფილმზე უარი ჯერ კიდევ 2016 წელს თქვა.

"სამანტა ჩემი გმირი იყო, თუმცა ახლა დასვენება მინდა" - ამბობდა კიმი.

სარა ჯესიკა პარკერის განცხადების გავრცელების შემდეგ, Sex and the City-ს მსახიობები ტვიტერზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ყველაფერი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც კიმმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა სადაც ჯესიკას მიმართავდა და მანიპულატორი უწოდა.

კიმის ამ განცხადებას გამოეხმაურა სარა ჯესიკა პარკერიც:

"არ მსურს ამაზე საუბარი. ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი გამოცდილება, შთაბეჭდილებები, არაფერი ცუდი ჩვენს ურთიერთობაში არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა კავშირი მაყურებელთან, ქალაქთან, გუნდთან, რომელიც სერიალს ქმნიდა და გვქონდა არაჩვეულებრივი ისტორიები ერთმანეთთან. ვერ წარმომიდგენია სხვა, ვინც სამანტას როლს ასე ითამაშებდა. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა, ყველაფერი სიცრუეა, ზუსტად ამიტომ არ ვპასუხობ კიმს. მას შეუძლია თქვას ის, რაც სურს რომ თქვას, ეს მისი უფლებაა", - ამბობს სარა ჯესიკა.

ამ ყველაფერს დაემთხვა ისიც, რომ შოუს ერთ-ერთი ვარსკვლავი, სინტია ნიქსონი პოლიტიკაში წავიდა, რამაც კიდევ უფრო სათუო გახადა საკულტო პროექტის მესამე ფილმის გადაღება.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ფაქტებისა, Sex and the City-ის შემქმნელმა, დარენ სტარი თქვა, რომ მზად არის მესამე ფილმი ან სერიალის გაგრძელება გადაიღოს.

ამავდროულად კი ცნობილი გახდა, რომ თუ ფილმის მესამე ნაწილს გადაიღებდნენ, სამანტა ჯონსის როლი შესაძლოა სხვას ეთამაშა.

ზუსტად ამ თემაზე ჰკითხეს ცოტა ხნის წინ სარა ჯესიკა პარკერს. შოუს ერთ-ერთ ფანს აინტერესებდა, რა ბედი ელოდა სამანტას პერსონაჟს თუ ფილმს გადაიღებენ.

ყველას ეგონა, რომ სარა ამ თემას საკმაოდ სკანდალურ პასუხს გასცემდა, თუმცა პირიქით, ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კიმ კეტრელი ფილმში არ იქნებოდა უარს იტყოდა პროექტში მონაწილეობაზე.

"ვერ წარმომიდგენია ფილმი მის გარეშე", - ამბობს სარა ჯესიკა პარკერი.

ჩვენკი ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ, როდის დალაგდება სიტუაცია საკულტო სერიალის ვარსკვლავებს შორის და ვიოცნებოთ მესამე ფილმის გამოსვლამდე.