თუ იაპონია ასეთი სისწრაფით განაგრძობს ტექნოლოგიურ პროგრესს, შეიძლება მშენებლობებზე დასაქმებული მუშები უსამსახუროდ დარჩნენ. ინჟინრებმა ახალი ჰუმანოიდი რობოტი HRP-5P შექმნეს, რომელსაც სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოების შესრულება შეუძლია. მისი გამოყენება ადამიანური რესურსების ნაკლებობის ან მავნებელ ნივთიერებებთან კონტაქტის შემთხვევაში შეიძლება.

რობოტმა უკვე იცის თაბაშირ-მუყაოს პანელების მიხრახვნა, ასევე კედლის ზედაპირის გასწორება.

ჯერჯერობით HRP-5P ძალიან ნელია, მაგრამ მისი განვითარება მრავალი კუთხით შეიძლება. ამჟამად ინჟინრების გუნდი ეძებს კომპანიას, რომელიც HRP-5P-ს პროექტით დაინტერესდება და მუშაობის გაგრძელებას დააფინანსებს.

იაპონიას რობოტებთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმა აქვს. შემცირებული შობადობისა და ერის დაბერების ფონზე, რობოტებმა დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები უნდა აითვისონ.

მწარმოებლების თქმით, კარგი იქნება, თუ სიცოცხლისთვის სახიფათო საქმეებს მხოლოდ რობოტები შეასრულებენ.