რეჟისორი ადამ მაკეი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის შესახებ ფილმს გადაიღებს, რომელშიც მთავარ როლებს სტივ კარელი, ემი ადამსი და კრისტიან ბეილი შეასრულებენ.

ფილმში მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს, რომელმაც დიკ ჩეინის როლისთვის წონაში საგრძნობლად მოიმატა.

დიკ ჩეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2001-2009 წლებში იყო. სწორედ იმ პერიოდში როდესაც ავღანეთსა და ირანში ომი დაიწყო და 9/11-ის ტერაქტი მოხდა. მაშინ ბევრი მიიჩნევდა, რომ აშშ-ს რეალურად ჩეინი მართავდა და არა ჯორჯ ბუში. ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება.